ალბათ, ცნების გააზრება ხისტი განმარტებებიდან ჩამოშორებას მოითხოვს, რათა მათ სანაცვლოდ მასთანვე თანაზიარობა ავირჩიოთ.
პროექტის სახელი მომდინარეობს ქართული თანდებულიდან, _თან, რომელიც სიახლოვეს ან რამესთან ერთად ყოფნას აღნიშნავს. ქართულ ენაში, _თან დამოუკიდებლად არ იხმარება, ის ებმის სიტყვას.
_tan-ის მეშვეობით ჩვენი სურვილია გამოვავლინოთ ეს უშუალო სიახლოვე ცნებებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვცდილობთ გავატაროთ დრო არა მხოლოდ ცნებებთან, არამედ გავიზიაროთ ეს დრო მოაზროვნეებთან, ვინც ამ ცნებების სიახლოვეს ორიენტირებენ. მიზანი სწორედ ამ სიახლოვის განცდაა და არა ამომწურავი სიცხადე.
გამომცემლობა ინგლისურად და ქართულად ფუნქციონირებს; თვეში მხოლოდ ერთ ან ორ ინტერვიუს ვაქვეყნებთ, რათა არ ავყვეთ ციფრულ სივრცეებში ჭარბი ინფორმაციის გავრცელებასა და მოხმარებას. ამგვარად შევინარჩუნებთ როგორც ინტერვიუების, ასევე თარგმანების ხარისხს.
ინტერვიუები ტარდება პირისპირ ან დისტანციურად, მაგრამ ისინი მხოლოდ წერილობითი ფორმით ინახება. ციფრულ გარემოში, რომელიც ვიდეოგადაცემებითა და პოდკასტებითაა გაჯერებული, _tan მიზანმიმართულად ანიჭებს უპირატესობას ასეთ ფორმატს. ჩვენ გვჯერა, რომ წერილობით ტექსტთან, განსაკუთრებით კი ინტერვიუსთან, ურთიერთობა სრულიად განსხვავებული საქმიანობაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.
დარჩით ჩვენთან ერთად.

